ზუგდიდში, გრ.ქობალიას ქუჩაზე მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში შეჭრის მცდელობისას, პოლიციამ "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია დააკავა.
კახა მიქაია რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდა იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი რეზიდენციაში იმყოფებოდა. მისი მცდელობა სამართალდამცველებმა აღკვეთეს, რასაც რეზიდენციის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ხმაური მოჰყვა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში აპირებდა ჩასვლას, საღამოს გავრცელდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ "თავისუფალი საქართველოს" და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც, ტრადიციულად, ქვეყნის პირველი პირისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა სამეგრელოში ჩასვლას აპროტესტებდნენ.
შეგახსენებთ, რომ კახა მიქაია ზუგდიდში ნაცმოძრაობის პრაიმერისის დღეს სახელმწიფო დრამატული შენობის წინ მოწყობილი საპროტესტო აქციის ერთერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო.