პაატა ზაქარეიშვილი: რას ელოდებოდით, რუსეთი თავს დაიდანაშაულებდა?

Image

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების შესახებ კომენტარი გააკეთა.

 

 

ზაქარეიშვილმა ასევე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა:

 

“ორი დღეა ჩართულია ყველა ის უწყება, რომელსაც მსგავსი კუთხით მუშაობა ევალება, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ეფექტურად. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთისთვის არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ვთვლით, რომ გარკვეულ პერიოდში მოხდება ჟურნალისტების გათავისუფლება.

 

ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ პროფესიით არ განვსაზღვრავთ. ძალიან კარგია, რომ ჟურნალისტური კორპუსი ასე აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში. ძალიან ცუდია, რომ ამ რეგიონში საქართველოს მოქალაქეები ისე თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან, როგორც 2008 წლის აგვისტომდე. არსებობს გარკვეული მომენტები, რის გამოც გვაქვს კონტაქტები, რათა მათ ჯანმრთელობას და ზოგად მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.

 

დღეს საკითხი წყდება თბილისში და არა ერგნეთში. მუშაობს შს სამინისტრო ძალიან ეფექტურად, ჩვენ ვენდობით მათ კომპენეტურობას. ვთვლი, რომ ზედმეტი მოძრაობა და ქულების ჩაწერა არავის არ წაადგება.

 

მე არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, რადგან იქ არ ვყოფილვარ, ერთი ინფორმაციით თითქოს ჩვენი ჟურნალისტები მოქმედებდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება საქართველოს შს სამინისტროს გავლენა, ოსური მხარე კი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები დააკავეს იმ ტერიტოიაზე რომელზეც მოქმედებენ ოსეთის ძალოვანები.

 

ჩემი სტატისტიკით შერბილდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირობები ცხინვალის იზოლატორში. ჩვენი ხელისუფლების დროს რამდენიმე დღეში ხდება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

 

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განცხადებას, რას ელოდებოდით, რუსეთი თავს დაიდანაშაულებდა? რუსეთს სურს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !