უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ნატო აღმოსავლეთ ევროპაში პატრულირებას გააძლიერებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი კრიზისის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარება ერთადერთი გზაა. მოვუწოდებთ რუსეთს, გახდეს ამ გადაწყვეტილების ნაწილი, გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები და გარკვევით განაცხადოს, რომ მხარს არ უჭერს პრორუს სეპარატისტებს", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.