კრემლის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოხატავს

Image

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ჟურნალისტების დაკავებასთანდ აკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და შეშფოთებას გამოხატავს:

 

 

„2014 წლის 15 აპრილს, გორის რაიონის სოფ. აძვში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დააკავა ტელეკომპანია „TV 3"-ის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ადგილზე მავთულხლართების გავლების ფაქტს აშუქებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მიმართა მათ მხარდაჭერის დაუყოვნებლივ აღმოჩენის თხოვნით, დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საკითხი წამოწეულ იქნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 16 აპრილს ქ. პრაღაში გამართული შეხვედრისას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყვეტ კავშირშია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მოვლენათა განვითარების თაობაზე.

 

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 16 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება არის მორიგი პროვოკაცია. საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ქვეყანაში ვითარების დაძაბვა. აღნიშნულს ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. ყოველივე ეს დასტურდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავების ფაქტს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

 

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !