-
2014-04-16 16:26
დაკავებულ ჟურნალისტებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია.
ცნობილია, რომ „ტვ3“-ის გადამღები ჯგუფი უკვე გადაყვანილი ჰყავთ ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„უკანასკნელი ინფორმაციით, მობილიზებულია როგორც საგარეო, ისე შიდა ყოველგვარი რესურსი და საშუალება, აქედან გამომდინარე ინფორმირებულია, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ინსტიტუციის წარმომადგენლები, მიმდინარეობს შეხვედრა ზურაბ აბაშიძესა და კარასინს შორის, სადაც ეს საკითხი განიხილება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ დღეს დაკავებული ჟურნალისტები გათავისუფლდებიან“, - განაცხადა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა.