ინგა პავლოვა: „ბიძინას ცოლად არ გავყვებოდი, რომ მცოდნოდა, უკვე დაქორწინებული იყო ეკაზე“ - ექსკლუზივი

Image

„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზივი: ინგა პავლოვა ქართველ ადვოკატს ეძებს და ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უჩივლებს. ის საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს.

 

ინგა პავლოვა, რომელიც შესაბამის, საფრანგეთის ნოტარიალურ არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 1991 წელს მასზე ბიძინა ივანიშვილი იყო დაქორწინებული, ხოლო შემდეგ კი მისი მონაწილეობის გარეშე გააფორმა განქორწინება, აცხადებს, რომ ივანიშვილს საქართველოში უჩივლებს.

 

ინგა პავლოვას მილიარდერთან რამდენიმე პრეტენზია აქვს. მისი თქმით, ივანიშვილმა ის ცოლად შეირთო მაშინ, როცა უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში ეკატერინე ხვედელიძესთან, ასევე, პავლოვას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მისი მონაწილეობის გარეშე გააფორმა განქორწინება ისე, რომ ამ პროცესში თვითონ ინგა პავლოვას მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მესამე პრეტენზია უკავშირდება მოსკოვში მდებარე ბიძინა ივანიშვილის ბანკებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში მისი სახელის გამოყენებას, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც, პავლოვას მტკიცებით, გააჩნია.

 

ინგა პავლოვამ ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, რომ ის ეძებს ქართველ ადვოკატს, რათა სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოში შეიტანოს და მისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო კომპენსაცია მოითხოვოს. ის აპირებს, ახალი ზელანდიიდან ჩამოვიდეს საქართველოში და სასამართლო განხილვასაც დაესწროს:

 

„დიახ, მე მინდა აღვძრა სარჩელი ჩემი პირველი ქმრის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან მორალური ზარალი ამინაზღაუროს.

 

საქმე ერთი რამ გახლავთ: მე მხოლოდ 20 წლის შემდეგ გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკა ხვედელიძეზე იყო დაქორწინებული, როცა ჩემზე დაქორწინდა. შემთხვევით გავიგე ამის შესახებ, მაგრამ ძალიან შევშფოთდი, რადგან მე არასდროს გავყვებოდი ბიძინას ცოლად, თუკი მეცოდინებოდა, რომ ის უკვე დაქორწინებული იყო ეკაზე.

 

მე ასევე გავიგე, რომ ჩემი დოკუმენტები გამოყენებული იყო რაღაც სხვადასხვა ფირმების გასახსნელად, სადაც მე ვირიცხებოდი, როგორც დირექტორი თუ ბუღალტერი, და რომ მე თითქოს ვმუშაობდი ბიძინას ბანკში 10 წლის განმავლობაში, განქორწინების შემდეგ...

 

ცხადია, მე არასდროს მიმუშავია მის ბანკში და არანაირი ფირმა არ გამიხსნია. ამ დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ მე შევატყობინე რუსეთის საგადასახადო სამსახურს, მაგრამ მათ არ აღძრეს საქმე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს არ იყო მძიმე დანაშაული.

 

რაც შეეხება განქორწინებას საფრანგეთში, ის ჩემი მონაწილეობის გარეშე გაკეთდა და მე ვფიქრობ, რომ განქორწინების შესახებ დოკუმენტებში არის დანაშაულებრივი ნიშნები. მე ეს დოკუმენტები თვალითაც არ მინახავს.

 

მე ახალ ზელანდიაში ვიმყოფები და თვითონ გავგზავნი საფრანგეთში მოთხოვნას განქორწინების დოკუმენტების მიღებაზე, რათა ჩემი თვალით ვნახო, როგორ გაკეთდა განქორწინება მასში ჩემი მონაწილეობის გარეშე.

 

ბიძინა ივანიშვილი ვალდებულია, გადამიხადოს მორალური კომპენსაცია მისი დანაშაულებრივი ქმედებების გამო“, - ამბობს ინგა პავლოვა „აფხაზეთის ხმასთან“.

 

ინგა პავლოვა ასევე იხსენებს, რომ რამდენჯერმე სცადა დაკავშირება ივანიშვილთან, როცა ის უკვე პრემიერმინისტრი იყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა მასთან საუბარი არ ისურვა:

 

„განქორწინების შემდეგ მე არ დავკავშირებივარ ბიძინას და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მაგრამ როცა გავიგე, რომ ბიძინა ორცოლიანი ყოფილა და ჩემი დოკუმენტები გამოყენებული იყო მის მიერ, მე გადავწყვიტე, ტელეფონით დამერეკა მისთვის, როცა უკვე საქართველოს პრემიერმინისტრი იყო, რათა მიმეღო განმარტებები, მაგრამ მან განმარტებებზე უარი თქვა. მას ასევე ვთხოვე, მატერიალური დახმარება აღმოეჩინა ჩემთვის, მაგრამ ამაზეც უარი მივიღე, იმის მიუხედავად, რომ მესმოდა, თითქოს ის საქართველოში ყველას ეხმარება.

 

მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი, სინამდვილეში, ერთი ძუნწი არსებაა და ის იყენებს საქართველოს, როგორც მე გამომიყენა.

 

მე მჭირდება ადვოკატი საქართველოში, რათა სასამართლოში სარცელი შევიტანო. მესმის, რომ პროცესის მოგება რთული იქნება, მაგრამ მინდა ყველამ გაიგოს, ვინ არის სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი. ამასთან, მე შეგროვილი მაქვს ყველა დოკუმენტი, რომლებიც დაამტკიცებს ჩემს სიმართლეს“, - უთხრა ინგა პავლოვამ „აფხაზეთის ხმას“.

 

შეგახსენებთ, რომ ინგა პავლოვას შესახებ ერთერთ ბრიფინგზე ყოფილ პრემიერმინისტრს „აფხაზეთის ხმამ“ დაუსვა. ამასთან, შეკითხვა კორექტულად იყო დასმული და შეიცავდა მინიშნებას პირადი მონაცემების შესაძლო გაყალბების შესახებ, თუმცა, ამ შეკითხვის დასმის შემდეგ პრემიერმინისტრმა წონასწორობა დაკარგა და ჟურნალისტს უხეში შენიშვნები მისცა.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ვლადიმირ ივანიძემ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილი დაქორწინებული იყო ინგა პავლოვაზე იმ დროს, როცა მას უკვე ჰყავდა ცოლად ეკატერინე ხვედელიძე. ივანიძემ პარიზის ნოტარიალური არქივიდან პავლოვასა და ივანიშვილის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტიც გამოითხოვა, მიღებული კი - გამოაქვეყნა.

 

პარიზის მერიის მე-13 ოლქიდან მიღებულ დოკუმენტში, რომლის ნამდვილობა დამოწმებულია ჩინოვნიკის ხელმოწერით, ნათქვამია, რომ 1991 წლის 25 ნოემბერს ბორის ივანიშვილმა ცოლად შეირთო ინგა პავლოვა. ვლადიმირ ივანიძემ ინგა პავლოვასთან ინტერვიუც გამოაქვეყნა, სადაც პავლოვა ამბობს, რომ მან და ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს და ბიზნესპარტნიორები იყვნენ, ხოლო შემდეგ პავლოვა პარიზში წავიდა ფრანგულის სასწავლებლად. ივანიშვილმა პავლოვას პარიზში ჩააკითხა და იქ იქორწინეს.

 

„აფახაზეთის ხმა“ მასალას თან ურთავს ჟურნალისტ ვლადიმირ ივანიძის მიერ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ ჩანაწერს პარიზის ნოტარიალური არქივიდან, ასევე ინგა პავლოვას პასპორტის ელექტრონულ ვარიანტს, რომელიც მან ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმას“ გამოუგზავნა.

 

qorwineba1.jpg

inga-pavlova-pasport.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !