ღარიბაშვილი: მორატორიუმის გამოცხადებას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა

Image

საქართველოს პრემირმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ სასამართლო პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე არ გავრცელდება:

 

 

"არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა აღნიშნული მორატორიუმის გამოცხადებას. ეს არის ძალიან ნორმალური და ცივილიზებული ფორმა – ჩვენ გვსურს, მშვიდ გარემოში წარიმართოს საარჩევნო კამპანია; არავის მივცეთ საშუალება, მოახდინოს სპეკულაციები და თქვას, რომ არათანაბარ, არაკონკურენტუნარიან გარემოში მოუწიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გამოვაცხადეთ მორატორიუმი და თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება, სამართალდამცავი ორგანოები თავს შეიკავებენ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანების დაკავებისგან. ცხადად ითქვა ყველაფერი და ამაზე დამატებითი კითხვები მე მგონი, აღარ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება სასამართლოს, თუ პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება. მორატორიუმი მძიმე დანაშაულს არ შეეხება

 

მე მოვისმინე წუხილი იმის თაობაზე, თუ რატომ გამოვაცხადეთ მორატორიუმი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლების დაკავებებზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ხალხში არ დარჩეს რაიმე შეკითხვა – ესაა აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმა, რადგან გვსურს დავუმტკიცოთ მთელს მსოფლიოს, რომ ვართ ნორმალური, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არის მზად გამოწვევებისთვის და რომელსაც აქვს ამბიცია, გახდეს თანამედროვე, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !