ლუგანსკის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა ხელმძღვანელმა „სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პრეზიდენტი“ დაირქვა და დონბასის ფედერაციული რესპუბლიკის თავისუფალი მოქალაქეობა მოითხოვა.
შესაბამისი ვიდეომიმართვა 15 აპრილს „იუთუბზე“ გავრცელდა.
ვიდეომიმართვაში ანატოლი ვიზირი საკუთარ თავს „სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის“ არჩეულ პრეზიდენტს უწოდებს, რომელიც ცდილობს დაიცვას რესპუბლიკის მოსახლეობა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისი მფარველობის ქვეშ არიან სლავიანსკისა და უკრაინის მოსახლეობა.