-
2014-04-16 13:59
მამაკაცმა, რომელიც ლუგანსკში გამართულ პრორუსულ მიტინგზე გამოვიდა, როგორც "ავღანელი ადგილობრივი", მედლები და ორდენები ინტერნეტმაღაზიაში, მიტინგამდე ორი კვირით ადრე შეიძინა.
ამის შესახებ ინტერნეტმაღაზიის მფობელმა "ფეისბუქზე" დაწერა, როცა ეს ფოტო პარტია "რეგიონების" დეპუტატ ცარევის გვერდზე გამოქვეყნებული ნახა:
"აი, ამ "ავღანელმა" კი ყველაფერი უკლებლივ, რაც მკერდზე დაბნეული აქვს, ჩვენს ინტერნეტმაღაზიაში შეიძინა, მისი მისამართიც მაქვს, ტელეფონიც და ყველა მონაცემს გადავუგზავნი უშიშროების სამსახურს. სეპარატიზმს ბოლო უნდა მოეღოს!", - დაწერა იური ხლებორეზმა "ფეისბუქზე".