-
2014-04-16 13:07
ელგუჯა ხოდელის ცნობილი პრორუსული ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია", რომელიც თბილისში ნატოს საწინააღმდეგო აქციებს აწყობს, მისი ლიდერი ელგუჯა ხოდელი კი თავისუფლების მოედანთან რუსეთის დროშით გამოდის, ვარკეთილში ახალ ოფისს ხსნის.
ინფორმაცია საკუთარ ბლოგზე ლადო ჩალათაშვილმა გაავრცელა, ხოლო "დედამიწა ჩვენი სახლია" ადასტურებს, რომ ორგანიზაცია დამატებით ოფისებს ხსნის და ფართოვდება.
"დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩაზე, ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია" ახალ ოფისს ხსნის... მაღაზიის გამყიდველს, ეროვნებით სომეხი ბიჭი იყო, ვკითხე, იმ შენობაში რა ხდება, ეს რაღაც ნაცნობი სახეა მეთქი. პასუხმაც არ დააყოვნა - რაღაც, რუსეთთან მეგობრობის "ფირმაა"! ასე ამბობენ, როგორც კი შეურიგდებით ერთ კვირაში ყველას რუსეთი მოქალაქეობას მისცემენო...", - წერს ბლოგერი და ოფისის წინ მდგარი ელგუჯა ხოდელის ფოტოსაც აქვეყნებს.