,,მატროსოვზე" რომეო საჯაიასა და დავით ძნელაშვილს შორის ინციდენტი მოხდა

Image

,,მატროსოვის ციხის“ საკანში მყოფ ადვოკატ რომეო საჯაიას, გამომძიებელმა დავით ძნელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

როგორც საჯაიამ „Frontnews“–ს განუცხადა, იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფ ალეკო გორგაძეს ესაუბრებოდა, რა დროსაც მოულოდნელად კარი გამომძიებელმა დავით ძნელაშვილმა შეაღო, ყვირილი დაიწყო და შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საუბარი კონფიდენციალურია. ჯერ ერთი, ეს სულ სხვა საქმეა და არანაირი შემხებლობა არ აქვს გამომძიებელ ძნელაშვილს; მეორეც,  მან უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც ოთახში შემოვიდა და დაცვის ქვეშ მყოფ პირთან საუბარში ხელი შემიშალა.

 

რაც შეეხება თავად ინციდენტს, ძნელაშვილი ოთახში შესვლისთანავე საქმის გარჩევას შეუდგა, თუ რა უფლებით ვუწოდებთ მას მწამებელს და ზოგადად რა კომენტარებს ვაკეთებთ. აღნიშნულის ნიადაგზე ორივე მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, შემდეგ კი კარი გაიხურა და გაიქცა.

 

არც ის ვიცი, საიდან გაიგო, პატიმარს რომ ვხვდებოდი და გარდა ამისა, ძნელაშვილს არანაირი უფლება არ ჰქონდა, ოთახში შემოსულიყო. მას აქვს დაუსჯელობის განცდა და იცის, რომ რაც არ უნდა ჩაიდინოს, ხელს არავინ ახლებს. იგივე გააკეთა ადრე გოგა ონიანთან მიმართებაშიც და ახლაც იგივე გაიმეორა“,– განაცხადა ადვოკატმა.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !