-
2013-08-06 15:32
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს, რომ თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა არ შეიძლება.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მათ ანგარიში უნდა გაუწიოს და პრემიერის მხრიდან თანამდებობის დატოვების შემთხვევაში ქვეყანაში ქაოსს პროგნოზირებს:
„ივანიშვილის წასვლა არ შეიძლება. ხალხმა მხარი ივანიშვილის დაპირებებს დაუჭირა და არა "ქართულოცნებას". დღეს ქვეყანა დუნედ მიმდინარე ქაოსის მდგომარეობაშია და თუ ივანიშვილი წავა, აშკარა ქაოსს მივიღებთ.“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.