-
2014-04-14 14:42
„დასავლეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლის დროს, რომელიც ცდილობს უკრაინის სხვადასხვა რეგიონების დაპყრობას“,
- ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ СNN-ის ეთერში გააკეთა.
„რუსეთი ირწმუნება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანთა წინააღმდეგობაა, თითქოს ცდილობს იმის გარკვევას, შეძლებს თუ არა ქვეყნის დაპყრობას დიდი დანაკარგის გარეშე, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს რეგიონები უკრაინას საკუთარი ნებით გამოეყვნენ.
მე ვხედავ გარკვეულ მსგავსებას იმაში, რაც რამდენიმე კვირის წინ ყირიმში მოხდა და რაც ახლა უკრაინის აღმოსავლეთით ხდება. დამნაშავეთა ჯგუფები ამოუცნობი ნიშნებით ჩნდებიან მოულოდნელად და გამოიყურებიან ისევე, როგორც ყირიმში. მათ სურთ გააკეთონ იგივე, რაც ყირიმში“, - განაცხადა ბჟეზინსკიმ.