თბილისში, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
სავარაუდოდ, დაჭრის მიზეზი სამ პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.