
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების შესახებ კომენტარი გააკეთა.
კვაჭანტირაძის განცხადებით, ჭიკაიძეს ყველაფერი არ უთქვამს და რაც თქვა, ზღვაში წვეთია:
„შინაგან საქმეთა მინისტრს ყველაფერი არ უთქვამს. ის რასაც თქვენ საუბრობთ რუსულ დროშებზე, ყველაფერი თქვენი მართულია. ის რაც ჭიკაიძემ თქვა ზღვაში წვეთია. თქვენ გგონიათ თქვენი გეგმების შესახებ არაფერი ვიცით? მოვა ეხლა ახალი საპარლამენტო კვირა და ნახავთ როგორ წამოდგება ერთ-ერთი თქვენი წარმომადგენელი და როგორ დასვამს პროვოკაციულ საკითხს განსახილველად პარლამენტში, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და პირდაპირ პუტინის ინეტერსებზე ასხამს წყალს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.