
სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში, ასევე ვიდეოპორტალებზე პოპულარულია კლიპი, რომელიც ერთერთი თურქული სერიალის კადრებითაა დამონტაჟებული და მასში ჟღერს მეგრული სიმღერა სიყვარულზე.
მისამღერი ცნობილი ინგლისური ფრაზით იწყება, მეგრულად გრძელდება და ასე ითარგმნება: "მე შენ მიყვარხარ, ჩემო ცირა, შენ მიყვარხარ, ჩემო გოგო, შენ ხარ ჩემი თვალის სინათლე, არ მიმატოვო, გევედრები...". სიმღერას ავტორი: მირონ ბასარია ასრულებს.