
გიგი უგულავას სიმამრი შალვა კილაძე სახლში დაკითხეს და ბრალი წაუყენეს. კილაძე დაკითხვაზეხვალიყოდაბარებული, თუმცამას უწყებაში დაბარებიდან რამდენიმე საათში შინ მიაკითხეს და დაკითხეს, შინ მისვლის მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
კილაძეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავებიან. პროკურორის განმარტებით, საქმე ეხება წიაღისეულის მოპოვებას ლიცენზიის გარეშე.
ადგილზე მყოფი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი კი აცხადებს, რომ საუბარია მექანიკურ შეცდომაზე.
“ბრალი წარედგინა 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ლიცენზიის პირობების დარღვევით წიაღისეულის მოპოვებას. საუბარია იმაზე, რომ რაღაც ფართობზე მოხდა აცდენა მექანიკურად და იმ ფართობიდან მოხდა წიაღისეულის მოპოვება. ამისთვის ბრალი წარედგინა ფირმის დირექტორს”, - განაცხადა ადვოკატმა.