
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი ჩუბინაშვილის ქ.#49-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, გაეცნო მათ პრობლემებსა და დახმარებას დაჰპირდა.
აღნიშნულ მისამართზე მოხდება ეზოს მოასფალტება და წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.
გამგებელმა ამავე ეზოში კიბის მოწყობის შესრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა.
ასევე, დაათვალიერა წინამძღვრიშვილის ქ. #76-ში და #90ა-ში მიმდინარე ეზოს მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოებიც.