
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი წერს, რომ პროკურატურამ ბრალდებულის სტატუსით დაიბარა გიგი უგულავას მძიმედ ავადმყოფი სიმამრი.
პარლამენტის წევრი წერს, რომ ფინანსურმა პოლიციამ მისი პარტნიორი აიძულა, ავადმყოფ კაცთან ჩამწერით მისულიყო.
"ხვალ რუსთავის ფინანსურ პოლიციაში გიგი უგულავას სიმამრი დაიბარეს. იგი დაბარებულია როგორც ბრალდებული. შალვა კილაძე მძიმე ავადმყოფია. (პარკინსონი, დიაბეტი, თავის ქალის ატროფია. ორჯერ ტრეპანაცია აქვს გაკეთებული).
ის დიდი ხანია აღარანაირ საქმიანობას არ ეწევა. ის ფლობს 50% გაჯის და რკინის მცირე საამქროში, რომელსაც ფლობს შევარდნაძის ეპოქიდან. 90-იანი წლებიდან. ფინანსურმა პოლიციამ პარტნიორი ისეთ კონდიციამდე მიიყვანა, რომ ამ ავადმყოფ კაცს ჩამწერით მიადგა და ლელაზე ( გიგის უგულავას მეუღლეზე) ელაპარაკებოდა, ისიც ისე ნერვიულობდა, რომ ბოლოში გაიშიფრა.", - წერს ირმა ნადირაშვილი.