-
2013-08-02 14:35
ვანო მერაბიშვილს საკანში კარდიოლოგის ვიზიტი დასჭირდა: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმი დაახლოებით ერთ საათს იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს კარდიოლოგის მიერ შემოწმება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ბოლო დროს მკერდის არეში ყრუ ტკივილი დასჩემდა, თუმცა, კარდიოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს გულთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვს.
კარდიოლოგმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების ის დაწესებულება, სადაც წინასწარი პატიმრობის ვადას ვანო მერაბიშვილი იხდის.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-03-19 02:42
-
2017-03-19 02:39
-
2016-09-24 04:34
-
2016-07-03 15:13