
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას თავზე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული თვითმფრინავი მაშინ გამოჩნდა, როცა ხურჩელებს სახალხო დამცველი უნდა შეხვედროდა.
ადგილობრივები აცხადებენ, როსაქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცე ხშირად ირღვევა, ამ შემთხვევაში კი მათ ვარაუდით თვითმფრინავმა ხურჩის ტერიტორიაზე ფოტოები გადაიღო.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა, აღნიშნულ ფაქტს შეისწავლიან და ოფიციალური კომენტარი მხოლოდ შემდეგ გაკეთდება.