-
2014-04-10 12:31
ამერიკის შეერთბეული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში ბოლოდროინდელ პრორუსულ გამოსვლებში აშკარად ჩანს რუსეთის ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს:
"ეს არის რუსეთის მიერ მართული, კარგად დაგეგმილი და მიზანმიმართული ძალიხსმევა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ადმინისტრაციის შენობების დაკავებისკენ არის მიმართული. აშშ-ს არ აქვს დიდი მოლოდინი ევროკავშირს-რუსეთს-აშშ-სა და უკრაინას შორის გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით. მაგრამ კომუნიკაციების არხების ღიად დატოვება მნიშვნელოვანია", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა.