
როგორც sportall.ge ხორვატიულ "ინდექსზე" დაყრდნობით იუწყება, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი გიორგი ილურიძე, რომელიც სპლიტის "ჰაიდუკში" თამაშობს, ხორვატიაში ავარიაში მოჰყვა.
ავარიის შედეგად მანქანა, რომელსაც ილურიძე მართავდა, ხეს შეასკდა, თუმცა არც თავად ფეხბურთელი, არც მანქანაში მყოფი სხვა პირები არ დაშავებულან.
ავტოავარია არ ყოფილა გამოწვეული გიორგის მიზეზით: მან გზიდან იმიტომ გადაუხვია, რომ შემხვედრი მანქანის სახიფათო მანევრის შემდეგ, მისთვის გვერდი აექცია.