
გურამიშვილის გამზირზე, 35 ნომერთან საპატრულო პოლიციის ხუთი ეკიპაჟია მობილიზებული, აქვეა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი თონეში შეიჭრა და ხაბაზი დაჭრა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
ხაბაზი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანას კლინიკაში გადაჰყავს. შსს–ს განმარტებით, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული. სავარაუდოდ, თავდამსხმელმა თანხის გატაცება და მიმალვა მოასწრო. ცხელ კვალზე მის დაკავებას პოლიცია ცდილობს.
ფოტო გადაღებულია შემთხვევის ადგილზე და "აფხაზეთის ხმას" ავტორმა მიაწოდა, რომელიც ყაჩაღობის თვითმხილველია.