-
2014-04-09 17:31
მიხეილ სააკაშვილი ნიგერიის ეკონომიკურ სამიტზე მთავარი მომხსენებელი იყო. სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს იმ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელშიც ქვეყანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფს დაგვჭირდა დიდი ძალისხმევა სიტუაციის გამოსასწორებლად. გავატარეთ რეფორმები. ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი თვის შემდეგ კი მივხვდით, რომ პოლიციის რეფორმირებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ყველა დავითხოვეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.