-
2014-04-09 14:37
თბილისში სილამაზის სალონების ნაწილი ქართველი კლიენტების მოთხოვნით ფერადკანიანებს არ ემსახურებიან- ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
,,ევროკავშირი და ნატო კი არადა,იცით თუ არა რომ ქართული სალონების ნაწილი ფერადკანიანებს არ ემსახურება? დღეს გახლდით სალონში, სადაც შემოვიდა ულამაზესი ფერადკანიანი გოგო ულამაზესი თმით და უარი უთხრეს დავარცხნაზე - არცერთი ხელოსანი თავისუფალი არ გვყავსო.რომ ვიკითხე რატომ მოატყუეთმეთქი, აბა რა ვქნათ, ქართველი კლიენტები ულტიმატუმს გვიყენებენ, მაგათ თუ მოემსახურებით ჩვენ არ შემოვალთო. დანო და ძმანო, მაგარ უკანალში ვართ და აქვე დავრჩებით დიდხანს.“- წერს ჯანგირაშვილი.