-
2013-08-02 11:20
პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებას" ტოვებს, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი პარტიის წევრები არაოფიციალურად ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, კობა დავითაშვილი თავის გადაწყვეტილებას 12:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე გაახმიანებს, მანამდე კი დუმილს ინარჩუნებს. რაც შეეხება თავად კობა დავითაშვილს, ის ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ჯერჯერობით უცნობია, კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ რაიმე ახალ დეტალს უკავშირდება თუ ადრინდელი დაპირისპირებითაა განპირობებული.