-
2014-04-09 09:31
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს რჩევას აძლევს.
ხიდაშელმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მინისტრმა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში განცხადება არ უნდა გააკეთოს, მან შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს:
„შინაგან საქმეთა მინისტრს უბრალოდ მინდა ვურჩიო, რომ თუ თუნდაც თეორიულად რაიმე ინფორმაცია აქვთ, რაიმე ნიშნებს ხედავენ მის უწყებაში, ამაზე არ ლაპარაკობენ ხოლმე, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლების სისუსტეს აჩვენებს, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე სუპერ თეორიულ შემთხვევაშიც კი, რომელსაც მე გამოვრიცხავ, მაგრამ არგუმენტისთვის რომ ვილაპარაკოთ, ასეთ შემთხვევებშიც კი შინაგან საქმეთა მინისტრები მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ, ამ დროს მოქმედებენ ხოლმე“, - განაცხადა ხიდაშელმა.