-
2013-08-02 11:18
ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დინამიკა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს,პროგრესი სახეზეა - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა "მეცხრე არხს" განუცხადა.
როგორც კბილაშვილი ამბობს, გამოძიებას აქვს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ან დადგინდა ან დადგენის პირას არის. "იმის გამჟღავნება თუ რაში გამოიხატება პროგრესი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია, მაგრამ დინამიკა გამოძიების, ის საგამოძიებო მოქმედებები, რასაც ჩვენ ვისახავთ მიზნად, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენ ამ საქმეს გავხსნით და ობიექტურად განვაცხადებთ, თუ რა მოხდა", - აღნიშნა კბილაშვილმა.