-
2014-04-08 23:25
კურიოზული შემთხვევა მარტის პირველ რიცხვებში, „საქართველოს ბანკის“ იმ ფილიალში მოხდა, რომელიც თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
ამჯერად ეს ამბავი, პატრულისა და სამართალდამცველთა სხვა დანაყოფების სიმრავლის მიუხედავად, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მორიგ ყაჩაღურ თავდასხმაზე არ გიამბობთ:
საქმე ის გახლავთ, რომ ფილიალში შესული მომხმარებელი შიგნით შესვლის შემდეგ გაიჭედა, რადგან ელ. ენერგიის მიწოდება შეწყდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დენის მიწოდება აღდგა, ელექტრონული სისტემა გამოვიდა მწყობრიდან.
ამის შედეგად ფილიალში იძულებით გამოკეტილი მოქალაქე მომხმარებლის დასახმარებლად რამდენიმე საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მივიდა, რომლებმაც დახმარება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლეს. მთელი ამ დროის განმავლობაში მომხმარებელი ფილიალში იმყოფებოდა და გარეთ ვერ გამოდიოდა.
