-
2014-04-08 23:19
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრმა მეხუთე კოლონა საკუთარი კოალიციის შიგნით უნდა ეძებოს.
ბოკერიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ირაკლი ალასანიას იმ განცხადებას უპასუხა, სადაც მინისტრი ქვეყანაში მეხუთე კოლონის შექმნის საფრთხეებზე საუბრობს:
„თავდაცვის მინისტრმა მეხუთე კოლონა საკუთარი კოალიციის შიგნით უნდა ეძებოს. თუ დააკვირდებით ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობს წაანაცვლოს ჩვენი ეროვნული კონსესუსი საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ეს არიან ის ხალხი ვინც აშკარად არიან რაფინირებული მთავრობასთან. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, ვინც ფორმალურად არიან კოალიციის გარეთ, მაგრამ ჰარმონიაში არიან დღევანდელ მთავრობასთან. ასეთები არიან, მაგალითად: ბურჯანაძე, ინაშვილი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ბოკერიამ.