-
2014-04-08 23:14
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი გივი თარგამაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
თარგამაძე „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ჭიკაიძე სკოლებში სიარულისას, უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდა“:
,,ჭიკაიძეს აშკარად ის უფრო უხდებოდა, მთელი წინა კვირა სკოლებში რომ დადიოდა. უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდა. თუ მის დღევანდელ ნათქვამსაც გავიხსენებთ, უზარმაზარ, თუ უშველებელ ჯიპებს ვეძებთო, შეუძლია, საბავშვო ბაღშიც გაიაროს. ოღონდ იქ რასაც გაიგონებს, ყველაფერს ინტერვიუში ნუ გაიმეორებს. შინაგან საქმეთა თუნდაც ბუნჩულა მინისტრის ინტერვიუ სათამაშო არ არის, უკეთ რომ გაიგოს, ხიხიაა და მიხედონ უფროსებმა.
მშფოთვარეს კი ვეტყვი: ძვირფასო ჰაკიმ, თქვენი იხტიოლოგი მოძღვარი იმ ბუდკაში სამუდამოდ რომ არ იყოს ჩარჩენილი, მამა შვილ ლოსებზე ანეგდოტს გავახსენებდი. ხოდა ჩვენც არსად გვეჩქარება. ასე ამაყად, მშვიდად, ნელნელა ავუხსნით ხალხს ჩვენს პოზიციას, მივიღებთ მათ შენიშვნებს, წინადადებეს, იდეებს, ერთად დავხვეწთ თვითორგანიზების ფორმებს, მოვახდენთ ადაპტირებას რეალობასთან, მერე ყველანი შევიკრიბებით და მივხედავთ მთელს თქვენს ჯოგს.
ეხლა კი, თუ ძალიან დამფრთხალი ხართ, რადგან ბუნჩულამ უკვე გვამხილა, გახსენით იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების პუნქტები და ყველა საბურავს ჩაგაბარებთ!“, - წერს გივი თარგამაძე.