-
2014-04-08 22:55
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გავრცელებულ ინფორმაციას, შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებით, ეხმაურება.
ალასანიამ ამის შესახებ განცხადება „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა:
„ვინც ასე მიზანმიმართულად ავრცელებს ჩვენი ჯარის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებს, რომ თითქოს ჩვენი ჯარი არ არის ნაკვები, ეს არის იმ ხალხის გაკეთებული ვისაც ფაღარათი და დიარეა ტვინში აქვს. მათ არ აწყობთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს იმ სიმაღლეზე, რომელზეც დღეს არის
რაც შეეხება ტენდერებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყველა ტენდერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ნატო-ს წარმომადგენლებმა შეფასებებში გვითხრეს, რომ ამ კუთხით ჩვენი რეფორმები სხვა ქვეყნებს უნდა გადავცეთ. ყრუ უნდა იყო რომ ეს ვერ დაინახო“, - განაცხადა ალასანიამ.