
რუსი ფოტოგრაფი ნიკიტა შოხოვი 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდა და ფირზე იღებდა ღამის კლუბებს მოსკოვში.
ამ ხნის განმავლობაში მას ბევრი საინტერესო ფოტო დაუგროვდა, რომლებიც ერთად შეკრიბა და ყველას გაუზიარა. თავდაპირველად შოხოვი ეკატერინბურგში მუშაობდა, მაგრამ ერთხელაც კლუბში, მოდელების ფოტოსესიაზე მიიწვიეს და მისი გადაღება სთხოვეს: "ამის შემდეგ კლუბებმა ისე დამაინტერესა, რომ ღამის კლუბების ფოტოგრაფი გავხდი", – წერს შოხოვი.