
„რუსთავი-2“-ს ეთერში, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში, რომლის ავტორი თენგიზ გოგოტიშვილია, სხვადასხვა პირებთან ერთად, რესპოდენტის სახით შოთა აფხაიძე მონაწილეობდა, რომელიც ამჯამად „ევრაზიული არჩევანი-საქართველოს“ წარმომადგენელია.
შოთა აფხაიძეს კაბინეტში ორთავიანი რუსული არწივის ან, როგორც ავტორი ამბობს, მართლმადიდებლური რუსულ არწივის გამოსახულებასთან გადაღებული ფოტო აქვს გამოკრული, თუმცა, თავად ამბობს, რომ ეს ფოტო, მეგობრებთან ერთად, ხუმრობით გადაიღო.
შოთა აფხაიძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებთან ერთად ტელეკომპანია „კავკასიაში“ შეჭრის გამო იხდიდა სასჯელს, მოგვიანებით კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. დღეს ის ამბობს, რომ 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო ხელის შეხოცვა მხოლოდ რუსეთზე, არასწორია:
„რატომ გვიყვარს ყოველთვის ხელის შეხოცვა რუსეთზე? 1921 წელს ვინ შემოვიდა? ქართველები არ იყვნენ?“, - ამბობს ის ინტერვიუში.
თენგიზ გოგოტიშვილის სიუჟეტში რუსეთის დროშით თავისუფლების მოადანთან გამოსული ელგუჯა ხოდელი, კინოს სახლში მოწყობილი ნატოს საწინააღმდეგი კინოჩვენება და სხვა, „მისი უევრაზიულესობის“, დუგინი შექება ქართველი პრორუსებისადმი და სხვა საინტერესო დეტალები მოხვდა.
„აფხაზეთის ხმა“ თენგიზ გოგოტიშვილის სიუჟეტს გთავაზობთ.