
იტალიაში მოქმედმა ასოციაციამ „Georgiani in Calabria'' კალაბრიაში, უკრაინის საკონსულოსთან ერთად გამართა აქცია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
აქციას კალაბრიაში მოქმედი პოლონეთის, მოლდოვის, ბრაზილიის, კონგოს, რუმინეთის, ფილიპინებისა და ვენესუელის დიასპორათა წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქცია ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ პრესაში.