
დონეცკში, ლუგანსკსა და ხარკოვში პრორუსული გამოსვლები დაიწყო: დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის შენოცაზე უკვე რუსეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს, ლუგანსკში სეპარატისტებმა უშიშროების სენობა აირეს, ხარკოვში კი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის ამ სამ რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობაში რუსული აქტივობის ორგანიზაციებმა ასეულობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანეს. ისინი რეფერენდუმის სასწრაფოდ ჩატარებას და რუსეთთან შეერთებას ითხოვენ. ხარკოვში დაპირისპირება მოხდა უკრაინის ერთიანობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ხოლო ლუგანსკში, უშიშროების შენობის შტურმის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
დონეცკში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სეპარატისტები არიან შეჭრილი. რამდენიმე წუთის წინ მათ მოვლენების განვითარებაზე მომუშავე უკრაინელი ჟურნალისტების განდევნა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მათ ინტერვიუს არ მისცემენ. დაპირისპირება გრძელდება და არაა გამორიცხული, ხვალ გამოსვლები უკრაინის კიდევ რამდენიმე რეგიონში დაიწყოს.