გამოცემა EUobserver, რომელმაც საქართველოს პრემიერმინიტრთან ინტერვიუ ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა, წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველო „ტიპურ“ ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნეს ცენტრად გარდაქმნას ევროპასა და აზიას შორის.
„ეს ჩემი ოცნებაა. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუკი ყველაფერი იდეალურად განვითარდება. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ხმამაღლა თქმა არ მინდა, რომ ვიღაცას არ გაეცინოს. მაგრამ გულის სიღრმეში, მჯერა… რომ ამის შესაძლებლობა არის“, - აღნიშნა ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა. გამოცემა უთითებს, რომ ივანიშვილის განცხადებით, მისი ოცნების ასრულებას, შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეს.