
ქუთაისში მომწამლავმა ნივთიერებამ ამიაკმა გაჟონა. შემთხვევა გამთენიისას, ნიკეას დასახლებაში მდებარე რძის კომბინატთან მოხდა.
სავარაუდოდ, ამიაკის გაჟონვა რძის კომბინატის კუთვნილი მაცივრების დაზიანებამ გამოიწვია, რასაც აფეთქება მოჰყვა. გაჟონვის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.