
რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების პატიმრების შემდეგ, დღეს შიმშილობა ქსნის მე-15 ე დაწესებულების მსჯავდებულებმაც დაიწყეს.
ისინი ვადამდე ადრე გათვისუფლების საკითხთა კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ. პატიმრები აცხადებენ, რომ პირობით ვადაზე ადრე გათვისუფლების საბჭოს, მათი საქმეები საერთოდ არ განუხილავს. მსჯავრდებულები ადასტურებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურებს ფორმას მიმართავენ და პირს ამოიკერავენ. ვარტსკენ აბრამიანი (ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარი) ,,სამი კაცი შიმშილობს. გუშინ დაიწყეს შიმშილობა, დღეს არის მეორე დღე. დღეს კიდევ ოთხი კაცი ვემატებით . ჩვენი მოთხოვნა არის უკანონო განაჩენების გადახედვა. შეკრების დაკმაყოფილება სრულად და "უდოების" გადახედვა. უდოები მოდის, აი საერთოდ გაგეცინებათ, ისეთი განაჩენები მოდის უდოს კომისიიდან, რომ უბრალო რაღაცეებზე, "მალალეტკობიდან" "სროკზე" შეხებული უდო. საქმეები გვაქვს, უბრალო საქმეები: ჩადებული წამალი, არგაკეთებული ყაჩაღობები. არანაირად არაა ჩვენი საქმეების გადახედვა. წლებია ველოდებით".