
,,არ მაქვს საშუალება პირადი წერილი მივწერო ჩემს მშობლებს ან მეუღლეს. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ მე ოჯახთან შეხვედრას თუ ტელეფონით საუბარს კანონმდებლობა მიკრძალავს,“
ამის შესახებ აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. მისი თქმით, დაპირების მიუხედავად, ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და მათთან სატელეფონო საუბრის საშუალება არ ეძლევა.
მერაბიშვილის შეფასებით, მსგავსი ქმედება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების და ზოგადად პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს. ,,კანონის მიხედვით პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ან ციხის ადმინისტრაციას შეუძლია დამრთოს ნება ვისარგებლო აღნიშნული უფლებებით.
თუმცა, მიუხედავად ჩემი ადვოკატების არაერთი მიმართვისა, აღნიშნული უწყებები თავს იკავებენ პასუხის გაცემისგან", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", მის გვერდზე გამოქვეყნდა.