ბესელიას მიაჩნია, რომ კრიმინალის მატება საპანიკო არ არის

Image

"ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. "

 

- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას შესადარებლად წინა წლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები მოიყვანა.

 

"ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%-ს, მაშინ, როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია. ასევე წელს აჭარაში გაორმაგებულია ტურისტების რაოდენობა. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული და შიშისა და ტერორის განცდა არ არის. კონკრეტულად მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა.

 

გასულ წლებში კონკრეტულად ამ რეგიონში არის გაუხსნელი მკვლელობები. შემიძლია გითხრათ: - 2007 - 11 მკვლელობა, აქედან 2 გაუხსნელი; 2008 – 9 მკვლელობა, აქედან 4 გაუხსნელი; 2009 – 7 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2010 – 11 მკვლელობა, აქედან 3 გაუხსნელი; 2011 – 8 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2012 - 2 მკვლელობა, 2-ვე გახსნილია", – აცხადებს ბესელია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !