-
2013-07-24 19:47
1989 წელს ლენინგრადში ჩატარებული საპროტესტო აქციების დროს ვლ. პუტინი სუკ-ის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებას კურირებდა და ფოტოობიექტივშიც მოხვდა.
ამის შესახებ რუსი სამართალდამცველი იულია რიბაკოვა წიგნში „ჩემი საუკუნე“ წერს და ამავე წიგნში ჯერაც უცნობ ფოტოს აქვეყნებს, სადაც რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტია აღბეჭდილი, როცა „დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს ვალერი ტერეხოვს აკავებენ.
როგორც ავტორის წერს, ეს ფოტო მან წლების წინ თავად აქციის მონაწილეებისგან მიიღო. წიგნში მოყვანილია თავად ტერეხოვის ნაამბობი იმაზე, თუ რა ხდებოდა იმ დღეს, ხოლო პუტინის შესახებ მითითებულია, რომ ის დაკავებათა კურატორი იყო სუკ-იდან. ტერეხოვი ასევე ვარაუდობს, რომ მისი დაკავება უშუალოდ პუტინის მითითებით მოხდა.
რუსული გამოცემების უმრავლესობამ ფოტო გაავრცელა, ხოლო ბლოგერმა ანდრეი ტრეზინმა თავის ბლოგტექსტში დაწერა: „არსებობს უამრავი მოწმე იმისა, რომ გდრ-იდან ახალდაბრუნებული პუტინი იმ დღეს ყაზანის ტაძართან დაკავებებს მეთაურობდა. იმ დღეს ასზე მეტი ადამიანი დააკავეს“.