შსს ბათუმში 16 წლის გოგონას სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს

Image

ბათუმში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც 16 წლის მარიამ კოჩალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, შსს გამოძიების ხელთ ამ დროისთვის არსებულ, სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს.

 

 

"გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა გუშინ საღამოს 7 – 7.30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სავარაუდო მკვლელის აღწერილობა:

 

მამაკაცი არის 40-45 წლის, სიმაღლე 180-185 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმები, შავი წარბები, შავი წვრილი თვალები, თავისა და სახის წაგრძელებული ფორმა, სწორი და მოგრძო ცხვირი, თხელი ტუჩები, მომრგვალებული, ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი, მუქი ხორბლისფერი კანი, საუბრობს დამტვრეული ქართულით, ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებს. ტანთ ეცვა შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ზევიდან სტაფილოსფერი უმკვლავო საწვიმარი, ლურჯი ან შავი ვიწრო ჯინსის შარვალი, ატარებს შავი ფერის სათვალეს, თან დააქვს შავი ფერის ზურგჩანთა და ყავისფერი ხელჩანთა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ტაქსის მძღოლს მოუწოდებს დაუყონებლივ გაუწიოს დახმარება გამოძიებას და გამოცხადდეს შინაგან სსაქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !