
მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას დაკითხვა მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩაჩუას დაკითხვა უკვე ორი საათია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე დღეს დაკითხვაზე საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც არის დაბარებული. ზოდელავას დაკითხვა 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული.