
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავე დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაიკითხება. ზოდელავა მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა სახელწოდებით „სააკაშვილი მკვლელი“, - სადაც ასახულია გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები და მათზე დარჩენილი ძალადობის კვალი.