-
2014-03-20 11:51
გაეროს გენერალური მდივანი, პან გი მუნი ვიზიტებს იწყებს რუსეთსა და უკრაინაში, ყირიმთან დაკავშირებული კრიზისის ესკალაციის ფონზე.
გაეროს ოფისის ცნობით, ხუთშაბათს ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება, შემდეგ კი უკრაინაში გაემგზავრება და მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს, კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის გამონახვის მიზნით. პარალელურად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, დიდი რვიანის ჯგუფიდან სამუდამოდ გაირიცხოს, თუ ყირიმის ანექსირების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ გადადგამს ნაბიჯებს.
ვილნიუსში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთი იზოლაციისკენ მიმავალ „ბნელ გზას“ ადგას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გამოვიდა უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანდატზე სწრაფი შეთანხმების მიღწევის მოწოდებით.
აშშ და ევროკავშირი ყირიმის ანექსირებას გმობენ და მას „მიწის მიტაცებად“ აფასებენ.