რობერტ სტურუა - საბჭოთა ავტორიტარული ეპოქის ნაცრისფერი შთამომავალი

Image

საბჭოთა კავშირს, ერთი ძირითადი მახასიათებელი გააჩნდა: პრივილეგირებული ფენა, რომელიც ქმნიდა ავტორიტარიზმის იდეოლოგიას და, შესაბამისად, ხელშეუხებელ კასტას წარმოადგენდა.

ამ უკანასკნელთ ყველაფრის უფლება ჰქონდათ, მათ ტალანტსა და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა კი ყველაზე დიდი, მომაკვდინებელი ცოდვა იყო, რის შემდეგაც საზოგადოების ნაწილს თუ მის კონკრეტულ წევრს, დაბალი ფენის, განუვითარებლის, „ლუზერის“ იალიყი გარანტირებული ჰქონდა. 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა დისიდენტური იდეებით არასდროს გამოირჩეოდა. საბჭოთა ავტორიტარულ სახელმწიფოში ჩამოყალიბებულ ხელოვანთა აბსოლუტურ უმრავლესობას კი, სტურუას მსგავსად, ერთი „ნიშან–თვისება“ ყოველთვის გააჩნდა: საზოგადოების გარკვეული ფენის, კლასის, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, ხედვაში მოქცევა, საკუთარი პერსონების მათგან დისტანცირების სურვილი. საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს „სულიერი მდგომარეობა“ კი დარჩა და სიცოცხლეს აქტიურად აგრძელებს. 

 

რობერტ სტურუა დარწმუნებულია, რომ „ზანგები“, ფერადკანიანები მასზე უკან დგანან კულტურით და ამიტომ არ უნდა უყვარდეს. ლუი ამსტრონგი კულტურაში ან ნელსონ მანდელა პოლიტიკაში მის მიერ შემუშავებულ პარამეტრებს, როგორც ჩანს, ვერ აკმაყოფილებს. სტურუას ასევე არ სურს პრეზიდენტი სხვა ერის წარმომადგენელი იყოს. რეჟისორი საკუთარ, ამ კუთხით ფრიად პრიმიტიულ, საზოგადოების ერთი ნაწილის ვიწრო თვალსაწიერის „მსოფლმხედველობას“ კაცობრიობის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებს, დარწმუნებულია რა იმაში, რომ სხვა ერის ადამიანების სიძულვილი ყოველი ჩვენგანის ბუნებაში დევს. 

 

ვინ არის სტურუა? იდეური ნაციონალ–სოციალისტი? სამყაროს წინააღმდეგ ამხედრებული მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი, რომელიც სტანდარტებს არ ცნობს? ვინც რობერტ სტურუას ბიოგრაფიას იცნობს, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ რეჟისორს ეს თვისებები არ ახასიათებს და არც კონფორმიზმია მისთვის უცხო ხილი. სტურუა, ამ დამოკიდებულებებით, უფრო წარსულში, დროსა და სივრცეში ჩარჩენილ საშუალოსტატისტიკურ საბჭოთა მოქალაქეს ჰგავს, რომლის აზროვნების გაქანებაც „სომეხია, მაგრამ კარგი ბიჭიას“ პრინციპს ვერ სცდება. 

 

თუმცა, ფაქტია, რობერტ სტურუას მსგავსი განცხადებები წარსულში არასდროს გაუკეთებია. პირიქით, შევარდნაძის დროს, უფრო ადრე, ის ქალაქის და ქვეყნის სნობური საზოგადოების კერპადაც ითვლებოდა. აბა, რა შეიცვალა შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე რთულია, თუ ამ პერსონის ირგვლივ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ. 

 

წლების განმავლობაში პრივილეგიებს და კომფორტს მიჩვეულ სახელისუფლო ხელოვანს, უკანასკნელ წლებში, სერიოზული დისკომფორტი შეექმნა. ის ისეთ ხელშეუხებელ, კვარცხლბეკზე მდგარ და კრიტიკის მსახვრალი ხელისგან აბსოლუტურად თავისუფალ, მყარი პოზიციების მქონე პრივილეგირებულ პირად აღარ ითვლება. სტურუას კი კოლოსალური ამბიციები აქვს. 

 

ის დიადი სამშობლოს დროიდან, ხელის გულზე ტარებას მიჩვეულია.ჰოდა, მარად კონფორმისტმა და საკუთარ კეთილდღეობაზე მზურნველმა რეჟისორმაც ხალხის მასებზე ზემოქმედების ყველაზე პრიმიტიულ და იოლ ხერხს მიაგნო, ქსენოფობიური შინაარსის განცხადებების სახით. შეურიგებლობის და სამართლიანობის მანტიამოსხმული რეჟისორი, ამ ყველაზე მდაბალი მეთოდით,  შურისძიებას ცდილობს, რომელთაც „ის არ დააფასეს“ და მარადიული კარის ხელოვანის სტატუსით არ აღჭურვეს. 

 

ცივილიზებული სამყარო, განვითარების პარალელურად, სულ უფრო რადიკალური ხდება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მოდელიორ ჯონ გალიანოს და რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის სკანდალებმა კი პლანეტას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ნაციზმის, ანტისემიტიზმის, რადიკალური ნაციონალიზმის ნებისმიერი ფორმის გამოვლინების მიმართ წესები, თვით ძლიერთა ამა ქვეყნისათა, საზოგადოებისათვის საყვარელი და ნიჭიერი ხელოვანებისათვისაც თანაბრად მოქმედებს. 

 

სიძულვილის ენით საუბარი მათ კარიერის დაკარგვად და სამუდამო პიროვნულ დისკრედიტაციად უჯდებათ და იმუნიტეტი არავისთვის არსებობს. ეს დემოკრატიული საზოგადოების ერთ–ერთი უმთვრესი პრინციპია, იმ დემოკრატიული საზოგადოებისა, რომელთან ადაპტირებასაც ავტორიტარული ეპოქის ნაცრისფერი შთამომავალი რობერტ სტურუა ვერაფრით ახერხებს.  

 

სოფო ქავთარაძე, presa.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !