
,,როდესაც ზურას დაკრძალვის დილას მაკიაჟს ვუკეთებდი, მას ჰქონდა საეჭვო ჭრილობა და იყო სილურჯეც,“- ამბობს ზურაბ ჟვანიას მეგობარი ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.
ხოფერია ითხოვს, იმ კადრების გამოქვეყნებას, რომელზეც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებდნენ , რომ მას გარკვეული მიზეზით ვერ გამოაჩენდნენ. ,,მთელი ეს ტკივილი განმიახლდა ახლა, ბევრი რამ არის შემაშფოთებელი.
„ნაცონალური მოძრაობის“ წევრები რომ სპეკულირებენ თითქოს იყო კადრები, რომელსაც ისინი ვერ გახდიდნენ საჯაროს, ძალიან მაინტერესებს სად არის ეს კადრები? -დღეს ნანახი არის ის რაც დაასამარებს სააკაშვილიდან მოყოლებული მთელ „ნაციონალურ მოძრაობას",- აცხადებს ხოფერია.