
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მისი მეუღლის, ერეკლე კოდუას საქმეზე ერთერთი მოწმის ჩვენებიდან ამონარიდს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და კომეტარს ურთავს.
"ფილარმონიის მიმდებარედ მივდიოდი რა დროსაც ორმა მამაკაცმა შემაჩერა, ამიხსნეს რომ პოლიციელები იყვნენ და ნარკოლოგიურში უნდა გადავეყვანე, ვინაიდან მე მქონდა მოხმარებული მცირეოდენი მარიხუანა შევშინდი და ვთხოვე არ წავეყვანე მათ პოლიციაში რადგან დამიდგინდებოდა ნარკოტიკების მოხმარება.
ერთ ერთი იყო ჯმუხი მამაკაცი 30-35 წლის. მან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ნარკოლოგიურში არ გადამიყვანა მაგრამ მითხრა რომ ჩემზე გააფორმებდნენ ორ ჯიპს. ვინაიდან მე მათთან ვალში ვიყავი და თან მეგონა უკანონოს არაფერს ჩავდიოდი ეს ჯიპები ჩემზე გადმოვიფორმე ", – ამბობს ერეკლე კოდუას საქმის მოწმე ხომასურიძე.
„ეს ან ჩვენების მიცემის დროსაც მაგარი დაბოლილი იყო, ან ის ორი ჯმუხი პოლიციელი იყო მაგარი მოწეული.
აქამდე ვიცოდი რომ სოდი აკავებდა, "დებდა", "ტენიდა ნარკოტიკებს" ან "ახევდა მაქნანებს". ეხლა ისეთი რამ გავიგე რამაც მეც კი გამაკვირვა:))) დედას გეფიცებით დაბოლილი არ ვარ“, – ხუმრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ხომასურიძის ჩვენების ასლებს.